ბლოგის გვერდები

May 15, 2010

სახის კანის მოვლა ზაფხულში + Vichy

უკვე დათბა.როგორც იქნა გვეღირსა თითქმის ზაფხული.
ზაფხულში ყველაზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება სახის კანს.
წელიწადის ამ დროს ყველაზე აუცილებელია  სწორად შევარჩიოთ სახის საცხი. ზაფხულში არ არის რეკომენდირებული მკვებავის გამოყენება. ამ დროს რეკომენდირებულია დამატენიანებელი საცხის გამოყენება, რადგან მცხუნვარე მზე იწვევს დეჰიდრატაციას ( ანუ უჯრედებიდან წყლის ჭარბი რაოდენობით აორთქლებას).
კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია მოხდეს მისი  ინტენსიური დატენიანება. გარდა ამისა ასევე აუცილებელია დავიცვათ სახის კანი მზის მავნე გამოსხივებისგან.

არსებობს სხვადასხვა ბრენდის დამატენიანებელი საცხები, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის ბევრ აფთიაქსა თუ დიდ სუპერმარკეტში.
მაგალითად: Vichy, Topicrem, la Roche-Posay, Avene, Weleda .
ეს პროდუქტები არც ისე იაფია, მაგრამ, დამეთანხმებით,
თქვენი ჯანმრთელობა და სახის კანი გაძილებით ძვირფასია.

შევეცდები მოკლედ განვიხილო თითოეული მათგანი და აგიხსნათ,  
რატომ უნდა გამოვიყენოთ კონკრეტულად ამ ბრენდების კოსმეტიკა? 

მთავარი: ეს კოსმეტიკა არის სამკურნალო
ამიტომაცაა, რომ საზღვარგარეთ (და საქართველოშიც), ისინი აფთიაქებში იყიდება.

რა უპირატესობით სარგებლობენ ზემოთ ჩამოთვილი ბრენდები? 
ისინი არ შიცავენ ქიმიურ დანამატებს და კონსერვანტებს. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებია და მათი გამოყენება გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენი კანი არის დაცული, შედეგი კი – გარანტირებულია.
მათი ძირითადი ბაზა არის თერმული წყალი . რაც განაპირობებს იმას, რომ კოსმეტიკა არის ჰიპოალერგიული. (ანუ ალერგიის რისკი მინიმუმამდეა დასული ).

დღეს განვიხილავ Vichy-ს ღირსებებს (და ნაკლსაც ;))
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე და ნაცნობ–მეგობრებზეც ;)

Vichy არის  ფრანგული წარმოების კოსმეტიკა. მისი გამა წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის კანის მოვლის საშუალებების მთელ კომპლექსს, რომელიც შექმნილია დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის უახლოეს საფუძვლებლზე, ბიოქიმიის  უახლესი ტექნოლოგიის გამოყენები.
Vichy-ს გამაში შედის სახისა და ტანის კანის, თმის მოვლა, ჰიგიენური, მზისაგან დამცავი და დეკორატიული  მოვლის საშუალებები.
დავიწყოთ  Vichy-ის კანის ჰიგიენის  საშუალებებით :
1. უნივერსალური სითხე სახისა და თვალებიდან მაკიაჟის მოსაცილებლად.
იგი სათუთად აცილებს მაკიაჟს, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება კანზე, არ აშრობს კანს და არ აღიზიანებს საცრემლე ჯირკვლებს.
2. მაკიაჟის მოსაცილებელი ინტეგრალი 3-1-ში. იგი ნებისმიერი ტიპის კანისათვისაა. შეიცავს რძეს, ლოსიონ -ტონიკს და თვალის ირგვლივ მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებას ერთად.გამოიყენეთ დილით და საღამოს.გაიწმინდეთ სახე, ყელი , ქუთუთოები წრიული მოძრაობით.
3. მუს-კრემი. იგი გამოიყენება ნორმალური, ცხიმიანი და შერეული კანისათვის. მსუბუქად წმენდს კანს , არ არღვევს ჰიდრო -ლიპიდურ შრეს. იგი არის დასაბანი საშუალება. მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად.


4. მაკიაჟის მოსაშორებელი რძე დეტოქსი. (არსებობს როგორც მშრალი ასევე შერეული კანისტვის.).მას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ეფექტურად აცილებს მაკიაჟს.მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად. (რძე რომელიც არ შეიცავს ლოსიონ-ტონიკს აუცილებელია მისი ჩამოწმენდა მოხდეს ტონიკით ან ნელთბილი წყლით ).
5. მაკიაჟის მოსაცილებელი ლოსიონ-ტონიკი (როგოც მშრალი ასევე ნორმალური და კომბინირებული კანისთვის ) აქვს მატონიზირებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.იგი გამოიყენება შესაბამის რძესთან ერთად კომპლექსში.6. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება თვალის ირგვლიც მგრძნობიარე კანისათვის.მას გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, არ შეიცავს ზეთს და გამოიყენება კონტაქტური ლინზების მომხამრებებისთვის.მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველღიურად.და ბოლოს  ამქერცლავი კრემ-ექსფოლიატორი სახისათვის. ნებისმიერი ტიპის კანისტვისაა.აცილებს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, შეიცავს დიდი რაოდენობით ამქერცლავ გრანულებს,რომელთა წყალობითაც კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი. მისი გამოყენება შეიძლება კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ. ამ ჰიგიენური საშუალებების გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს სახის კანზე საცხის დატანება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
ზაფხულში რეკომენდირებულია დამატენიანებელი საცხების გამოყენება. 
Vichy-ის აქვს დამატენიანებელი საცხი, როგორც მშრალი ასევე კომბინირებული კანისთვის. 
ამ საცხს აქვს მსუბუქი ტექსტურა, რომელიც სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან სიპრიალეს. არბილებს სახის კანს და ზრდის დამცავ უნარს. კანი განუწყვეტლივ ტენიანდება. უნდა წაისვათ დილას ან/და საღამოს და აუცილებლად 
თვალის კონტურების გამოტოვებით.
Vichy-ს აქვს ასევე თვალის მოვლის საშუალება, რომელიც არის გელის კონსისტენციის და აქვს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.  
გაითვალისწინეთ, Vichy გამოიყენება 20 წლიდან ზევით ასაკში.

პ.ს. თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გადაწყვიტეთ სახის კანის მოვლისას ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ, ძალიან მიხარია :) თუ არა და, შეგიძლიათ დამელოდოთ, შემდეგ პოსტში დანარჩენი ბრენდის კოსმეტიკასაც განვიხილავ, (შევეცდები ცოტა უფრო მოკლედ) და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი :))

5 კომენტარი:

Toma said...

kani aris chemi tkvili, mivedi dermatologtan da imis nacvlad rom cota mshveloda uaresi damemarta.

(gafrtixlebuli viyavi ukureaqciaze magram mainc)

Katieé.Ge said...

კატერინა,
შემდეგზე ჩემი ფავორიტი განიხილე ცოტა დაწვრილებით რა, ანუ Weleda :)))

ამ ბოლო დროს მეც აშკარად მიჭირს სახის მოვლა, არ ვიცი რატომ, მგონი დავბერდი, აქამდე მშვენივრად ვინარჩუნებდი სტაბილურ მდგომარეობას და ახლა დავიბენი.

და ვიში მაინც ცოტა მეძვირება, რა ვქნა :)

მე – კატო said...

კატიე ჩემო კარგო, აუცილებად გავითვალისწინებ შენს სურვილს. : )

მე – კატო said...

tomushka რა პროცედურები ჩაიტარე და რა პრობლემები გაქვს კანთან დაკავშირებით? როგორი ტიპის კანი გაქვს?
შევეცდები რამით დაგეხმარო :)

Anonymous said...

An outstanding share! I've just forwarded this onto a co-worker who was doing a little homework on this. And he actually bought me dinner because I discovered it for him... lol. So let me reword this.... Thank YOU for the meal!! But yeah, thanks for spending the time to talk about this topic here on your blog.

Stop by my web-site - ford ranger forum