ბლოგის გვერდები

May 7, 2010

კოსმეტოლოგიური რჩევები – როგორი სახის კანი გაქვთ?

არსებობს სხვადასხვა ტიპის სახისკანი. 
1. მშრალი 
2. ცხიმიანი
3. ნორმალური და კომბინირებული

როგორ დავადგინოთ რომელ ტიპს მიეკუთვნება ჩვენი კანი? 

მშრალი კანი ხასიათდება შემდეგნაირად: სიფრმკრთალე, აშკარად შესამჩნევი შევიწროვებული ფორები.
მშრალ კანზე ვერ ნახავთ თმას, ფერიმჭამელებს. მას არ გააჩნია ცხიმოვანი სიპრიალე.

ცხიმიანი კანი 
ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია გახსნილი ფორები, განსაკუთრებით ცხვირზე, ღაწვებზე და ნიკაპზე.კანზე დიდი რაოდენობით აღინიშნება ცხიმიანი სიპრიალე. ხშირად ცხიმიან კანზე აღინიშნება ჩირქოვანი გამონაყარი.

ნორმალური და კომბინირებული სახის კანი
ნორმალური და კომბინირებული კანი ყოველთვის მკვრივია და ელასტიური. იგი სადაა და ხავერდოვანი. თუმცა T-ზონა შედარებით ცხიმოვანია.
(T-ზონა მოიცავს: ცხვირს, შუბლს და ნიკაპს. ანუ ამ ადგილებში შედარებით გაფართოებულია ფორები და ცხიმოვანი სიპრიალეც უფრო მეტად წარმოიქმნება )

გაითვალისწინეთ:
იმისათვის რომ ჩვენი სახის კანი კარგად გამოიყურებოდეს. საჭიროა სახლის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა. პირველ რიგში უნდა მოხდეს კანის რეგულარული გასუფთავება ანუ ჰიგიენის მუდმივი დაცვა – ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. 
შემდეგ კი კანის ტიპის შესაბამისად შერჩეული კრემის დატანება სახეზე.

სახის მოვლის საშუალების თუ ნებისმიერი კოსმეტიკის შერჩევისას (იქნება ეს სახის გამწმენდი, საპონი, კრემი, ნიღაბი, ტონალური კრემი თუ ე.წ. "რუმიანაც" კი) აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა კონსულტანტს, კრიტიკულად შეაფასეთ და გააკეთეთ გააზრებული, სწორი არჩევანი :)

 
შემდეგ პოსტში იხილავთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, თუ როდის რომელი და რა ბრენდის კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების გამოყენება ჯობია :))

    2 კომენტარი:

    Katieé.Ge said...

    მე ვასკვნი რომ მე მაქვს შერეული კანი :))

    მე – კატო said...

    katiee მიხარია, თუ რამით დაგეხმარე : )