მაშ ასე, ყველაზე ძალიან მიყვარს:
სიყვარული
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgdDLCMCRO3XSh1wg0YernZQgKMoJQfph-dBiZNnLMZHe3xCNcmTZA1YE_E141RCvOq7GBVP-1heCDYezrieDWmCLEay-xqI2B20OoNu9yJkIsFQet-5H2i8c_SnVHF0kY2JoFkZxNM394/s320/love-is.jpg)
სიყვარული იმდენად კარგი გრძნობაა, რომ სიტყვებით ამის გამოხატვა თითქმის შეუძლებელია.
როცა შეყვარებული ვარ , მუდამ გაღიმებული, გალაღებული და ბედნიერი ვარ. ამ დროს მხოლოდ სიკეთეს ვასხივებ :D.
როცა მიყვარს ჩემთვის არ არსებობს დეპრესია, ნევროზი, ცუდი განწყობა. მოკლედ იმდენად კარგად ვარ, რომ ეს გრძნობა მარტო ამიტომ მიყვარს ყველაზე უფრო :D
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEihgch6SDf-zjDO-kJLie1_imw9iW2d0WCij268aRKgQbW0qhZuc98INPREYkxV8mUuDT3mpVuJIL5Yxqi-z72iqd7E9m8zYdJNpyFaA6UQFmgNqJluH9sF1MaSobjGSns-ggYaVJgmDA4/s200/friends.gif)
ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, რომ არა ისინი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა.
მე ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა " ჩემი მეგობარი ჩემი ძალა და იმედია ".
სიცილი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEglm4Gb-_niQmt60Ybb0prl7jr5upUXtP8rOIMwqFGzgl_T1Pxz57mGHntmPHLEILcCDHHExqq08D0odVD8IRntNGTrc8mvzzb3SMq32ei_4EmFq_u37_aSoxDvcXRLJb8YsuFdTmJUktU/s200/laugh.jpg)
სიცილი ძალიან მაგარია. ამ დროს ხომ ბედნიერების ჰორმონი ჭარბად გამოიყოფა.
გამიგონია "10 წუთის სიცილი 10 წლის სიცოცხლებს მატებსო ".
მაგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მე უკვდავი უნდა ვიყო :D
ნიჭი
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiFoydYT5qKk4vS5AfDIPKbqq44AVsyIpRHqCDrYExje37D0KkgV7WQLD7rKqSAl2Wf-yB1qbw9QVf_RxI0GWzd0o3nJH_Zi8YzbvGgPbdW2YrLuIsfiFOhE4VtenDtSn4UUIEKvZs3U18/s200/Genius+Maze.gif)
თითები და თვალები
თითები ჩემი სისუსტეა. ახალ გაცნობილს პირველად თითებზე ვაკვირდები. განსაკუთრებით მამაკაცის თითებზე მაქვს გართულება:P. რა სჯობია, გრძელ და თლილ თითებს? ;)
ჭკუა მეკეტება ჭკვიან თვალებზეც. თვალი ერთადერთი ორგანოა რომელსაც ვერ მოატყუებ. თვალით ხდება ყველაფრის აღქმა, შეცნობა. თვალების მიხედვით შეგიძლია ადამიანის შინაგანი დაინახო. არ აქვს თვალის ფერს მნიშვნელობა მთავარია თვალი იყოს მეტყველი.
მორალი:
თუ ხართ ნიჭიერი, გაქვთ თლილი თითები და მეტყველი თვალები და გიყვართ სიცილი, მაშინ აუცილებლად უნდა დამიმეგობრდეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შემიყვარდეთ! :D
2 კომენტარი:
რატომღაც წარმოვიდგინე, რომ დაწერდი ნათესავებზე, საჭმელებზე..
ძალიან კარგი პოსტი იყო.
" სიყვარული " მიყვარს :))))) შედევრულია:)
Post a Comment