ბლოგის გვერდები

August 26, 2010

”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

ბლოგის სტუმარი: Katiée
არ ვიცი, შვრიის ფაფას პირველად ვინ დაარქვა ”ჰერკულესი”, მაგრამ ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამჯდარი ეს ტერმინი დღემდე ასოცირდება ჩემთვის ერთადერთ ფაფასთან, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა და რაც მთავარია, არ ასუქებს, პირიქით ;)

შვრია
ფაფების სასარგებლო თვისებებს შორის პირველ ადგილზე, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავისთვის მაამებელი ეფექტია ხოლმე. ფაფის მოძულეები კი ხშირად ”ქვასაც ვინელებ”-ით იმშვიდებენ თავს, ვიდრე ქვის მონელებიდან კუჭის წყლულამდე და გასტრიტამდე არ მიიყვანენს საქმეს.

შვრიას (Avena sativa) უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ:
შვრია


  • 10-20%ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას (შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს)
  • ამცირებს მე-2 ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) დიაბეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუწესრიგებელი კვების რეჟიმის მსხვერპლთათვის
  • შეიცავს სელენიუმს, რომელიც E-ვიტამინთან ურთიერთქმედაბაში იძლევა ანტიოქსიდანტურ ეფექტს და ამცირებს არა მხოლოდ ასთმის სიმპტომებს, არამედ გულის შეტევის რისკსაც. ამავდროულად სელენიუმი ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას, რაც ასოცირდება კიბოს (განსაკუთრებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს) პრევენციასთან
  • ახდენს ზოგადად მკერდის კიბოს და განსაკუთრებით მენოპაუზისშემდგომი მკერდის კიბოს ჩამოყალიბების პრევენციას
  • არის დილის ენერგიის წყარო
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახის (და არა მხოლოდ სახის) კანის სტრუქტურას, სქესის მიუხედავად ;)
შემცველობა:

შვრიის ფაფა იყიდება როგორც სუფთა სახით (კანგაცლილი შვრიის დაცეხვილი ფანტელები), ისე მშრალი ხილის ნაჭრებით გაჯერებული. 
მიუსლი
შეიძლება როგორც უმი (რძეში, მაწონში ჩამბალი), ისე დაბალ ცეცხლზე მოხარშული სახით მირთმევა, გააჩნია ვის, როგორ ურჩევნია. ორივე შემთხვევაში სასარგებლოა.


მოხარშული ფაფის მომზადება არანაკლებ მარტივი და სწრაფია, ვიდრე უმი ფორმით მომზადება და დაახლოებით 3-4 წუთს მოითხოვს:
შვრიის ფანტელებს ჩაყრით მომინანქრებულ (ე.წ. ”ემალის”) პატარა ქვაბში, შეურევთ მარილს ან/და შაქარს გემოვნებით, დაუმატებთ 1,5 ოდენობის ცივ რძეს (წყალს), დაახურავთ მჭიდრო სახურავს, 2-3 წუთი წამოადუღებთ და ხშირად მოურევთ (მორევისას უკეთესად გამოიყოფა მარცვლეულის წებოვანა, რაც უფრო გემრიელს ხდის ფაფას) და როცა წყალი/რძე საკმარისად შეშრება, გადმოიღებთ ღრმა ფიალაზე.
თუ ტკბილს მარილიანი ფაფა გირჩევნიათ (თუმცა, ცოტა მარილი ტკბილსაც უხდება), შეგიძლიათ ერთი ნაჭერი სულგუნიც ჩააჭრათ (ელარჯის ეფექტისთვის:D). 
მოკლედ, მთავარია მიირთვათ და დაამატეთ რაც გსურთ! :D


P.S. შვრიის ფაფას ნუ ”ჩაანაცვლებთ” Corn Flakes, Kellogg’s-ის ან მსგავსი ნაწარმით. ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და, თუ შესაძლებელია, ბიოლოგიურ სისუფთავესაც, რომ სასარგებლო პროდუქტის ნაცვლად გენმოდიფიცირებული ბურღული არ შემოგეყიდოთ.


ეპილოგი:
მე მივირთვი ჩემი წილი შვრიის ფაფა! შენ? :D 

20 კომენტარი:

Lasharela said...

ჩვენი გასაუდუმლოებული რეცეპტი "ჰერკულესის" მოსამზადებლად შემდეგია:

იღებ რამდენსაც გინდა იმდენ ჭიქა ჰერკულესს. ასხამ ორჯერ მეტ იმავე ჭიქით რათქმაუნდა, ადუღებულ წყალს.
ჭიგნით ყრი წინასწარ წვრილად დაჭრილ ყველის კუბიკებს და კოვზით ურევ....

ერთგვარი შვრიის ფაფის ელარჯი გამოდის :) მე ძალიან მომწონს....

(ხო, ჰერკულესი ვინ შეარქავ და შვრიის ფაფა პირველად როდესაც გამოჩნდა უშვებდა ფირმა "ჰერკულესი"...რუსული... ხოდა დამკვიდრდა :) )

Katiée.Ge said...

ოო, ბაკოც მაგას ამბობს, ყველი უხდებაო, მე ვერ გავბედე შერევა, სულ ცოტა შევურიე ამასწინათ. ჰოდა, მგონი მართლა უხდება, რაკი ორნი ამბობთ ;)
ხვალ დილას ვცდი :D

პ.ს.
ხო, მახსოვს, რომ ”ჰერკულესი” ეწერა ფაფას ზედ, როგორც ჩანს, იმის ხაზგასასმელად, რომ სასარგებლოა და თუ შეჭამ, ჰერკულესივით მაგარი ბიჭი გამოხვალო ;)
უბრალოდ, სასაცილო ისაა, რომ დღესაც, ბევრ დიეტურ მენიუში თუ სასარგებლო რჩევებშიც კი, დაუკონკრეტებლად წერენ ”ჰერკულესის ფაფა”-ს, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. ისე გაიგივდა შვრიის ფაფასთან, მე პირადად დავგუგლე, რომ გამეგო, რომელი ბურღულეული გამოიყენება ჰერკულესში :D

Dv0rsky said...

ყველზე +100000000 !

ძალიან მაგარია

Agasfer said...

რაკი არ ასუქებს -არ მინდა :D

Lasharela said...

Agasfer
მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდაო კი არადა.... მსუქნებს ახდუნებდეს და გამხდრებს ასუქებდეს? :)

მაგფერი რობინჰუდი იყო, გერკულესი არ ყოფილა :)

Katiee said...

ზურა,

ახდუნებს იმათ, ვინც რძით, კარაქით და ბევრი შაქარ/მარილით არ გააჯერებს :)
თუ წონა არ განერვიულებს, შეგიძლია კარაქიც ბლომად დაუმატო (აკეთილშობილებს) და არც მარილს და სიტკბოს მოერიდო :)

ბაჩო said...

მორევა არ უნდა და ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ჩაითუთქოს 10-15 წუთის განმავლობაში. მაშინ არის უგემრიელესიო ამბობენ (მე მაგ ნაწარმის შეფუთვასაც რომ ვხედავ მაჟრიალებს ან ძალიან ბევრი კარაქი და რძე უნდა ქონდეს რომ "შემომეჭამოს")
პ.ს. ბევრი "ჰერკულესი" მაჭამეს ბავშვობააში, კომუნიზმი იყო გაქანებული, მაგრამ ჰერკულესის არ დამეტყო არაფერი. რაც მაწუხებდა ისევ ის მაწუხებს :) არ დაიჯეროთ, მწვადი ჯობია, ბრინჯის ფაფაც და კარგი ყაურმაც (ეკას გასაგონად) :)))))))))))))

Katiée said...

10-15 წუთში ყველანაირ სასარგებლო ნივთიერებას გაანადგურებ. 5 წუთი სრულიად საკმარისია, დარბილება ბევრი მორევით რეგულირდება.

მოურევლად და ჩათუთქვით მივიღებთ წყალში მოტივტივე ფანტელებს, ცალ-ცალკე, წებოვანას გამოყოფის გარეშე, რაც, ჩემი აზრით, საძაგლობაა.

მაგას თუ გაჭმევდნენ, არ მიკვირს რომ მწარედ გახსოვს.

ბრინჯის კარგი ფაფა მეც მიყვარს.

ყაურმას და მსგავსი საშინელი სახელის საჭმელებს არც კი გავსინჯავ :D

Anonymous said...

ბრავო, დილა გათენდა და მშია. ვიპოვე ჰერკულესით სავსე 5 ლიტრიანი, თაფლი და არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა. მადლობა კატო შენ და გუგლს! :*

Sophia said...

მიუსლი მიყვარს ძაან,ორივე მიყვარს :)

Anonymous said...

ყვეჯაფერი კარგია, მაგრამ საკვები შეიძლება იყოს სამარგებლო, და არა სასარგებლო.... სასარგებლოა პროცენტი ბანკში ან ვინმესთან ურთიერთობა და ა.შ. კეთილი სურვილებით...მეც ძალინ მიყვარს შვრიის ფაფა და ზუსტად ეხლაგეახლებით:))

Unknown said...

გამარჯობათ, 1 კითხვა მაქვს,
ეს მუსლი, ანუ ხილით, დიეტურია??
არ ასუქებს?

Anonymous said...

გუგა, არ არის დიეტური. შეხედე რამდენი კალორიაა 100 გრამ პროდუქტში, ოღონდ სკამზე დამჯდარმა შეხედე :) ჩემსავით არ მოგივიდეს და არ წაგაქციოს :))

მე დიეტური მეგონა და მივირთმევდი გემრიელად, მაშინ, როცა გაშანშალებულ წიწიბურასა და კეფირის დიეტაზე ვიყავი :)))
კი მიკვირდა ისე, რომ არ ვიკლებდი :)

Anonymous said...

მიკროტალღურ ღუმელში რომ გავაცხელოთ არ ჯობია ქვაბში წამოდუღებას? უფრო სწრაფი და მოსახერხებელია..

Anonymous said...

chkuaze ar var ise miqvars, shemizlia dre da game vchamo

5 sup kovs vumateba 1 chiqa adgugebul wyals, magar cecxlze ucbad amodis, mere cota rzes vasxav, gadmovdgam rogorc amodis da tafls vamateb
chkuaze ar var ise miqvars

Unknown said...

უმი ძალიან მომწონს და რეკომენდირებულია უმის მიღებაძ

Unknown said...

უმი ძალიან მომწონს და რეკომენდირებულია უმის მიღებაძ

Anonymous said...

მოგტყნავდი გერკულესის ჭამისას

Unknown said...

da ratom unda uyo an marili an saqari ver vxvdebi, tavad xom aqvs, mashin raga azri aqvs mis chamas tu shaqari da marili uqavi

Anonymous said...

როორ შეიძლება ყველაფერი რაც მიყვარს ახდუნებდეს??? კიდევ კარგი ჩემ გემოზე ვერ ვიკვებები თორე 1 თვეში მოვკვდებოდი :(