ბლოგის გვერდები

August 26, 2010

5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

Katiee-მ დამთაგა და...
მაშ ასე, ყველაზე ძალიან მიყვარს:
სიყვარული
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე ძალიან თვითონ " სიყვარული " მიყვარს :)
სიყვარული იმდენად კარგი გრძნობაა, რომ სიტყვებით ამის  გამოხატვა თითქმის შეუძლებელია.
როცა შეყვარებული ვარ , მუდამ გაღიმებული, გალაღებული და ბედნიერი ვარ. ამ დროს მხოლოდ სიკეთეს ვასხივებ :D.
როცა მიყვარს ჩემთვის არ არსებობს  დეპრესია, ნევროზი, ცუდი განწყობა. მოკლედ იმდენად კარგად ვარ, რომ ეს გრძნობა მარტო ამიტომ მიყვარს ყველაზე უფრო :D

მეგობრები
ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, რომ არა ისინი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა.
მე ბედნიერი ვარ  იმით, რომ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა " ჩემი მეგობარი ჩემი ძალა და იმედია ". 


სიცილი

სიცილი ძალიან მაგარია. ამ დროს ხომ ბედნიერების ჰორმონი ჭარბად გამოიყოფა.
გამიგონია "10 წუთის სიცილი 10 წლის სიცოცხლებს მატებსო ".
მაგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მე უკვდავი უნდა ვიყო :D



ნიჭი

აი, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად იწვევს ჩემში  აღფრთოვანებას. ვგიჟდები ნიჭიერ ადამიანებზე. მშურს თეთრი და შავი შურით! :D სულ გული მწყდება, რომ რაიმე ერთი კუთხით განვითარებული ნიჭი არ გამაჩნია. ცოტას ვუკრავ, ვმღერი, ვცეკვავ, ვხატავ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტ-ცოტააა . მე კიდევ, მინდა რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ნიჭიერებით ვაკეთებდე .


თითები  და თვალები
თითები ჩემი სისუსტეა. ახალ გაცნობილს პირველად თითებზე ვაკვირდები. განსაკუთრებით მამაკაცის თითებზე მაქვს გართულება:P. რა სჯობია, გრძელ და თლილ თითებს? ;)

ჭკუა მეკეტება ჭკვიან თვალებზეც. თვალი ერთადერთი ორგანოა რომელსაც ვერ მოატყუებ. თვალით ხდება ყველაფრის აღქმა, შეცნობა. თვალების მიხედვით შეგიძლია ადამიანის შინაგანი დაინახო. არ აქვს თვალის ფერს მნიშვნელობა მთავარია თვალი იყოს მეტყველი.
მორალი:

თუ ხართ ნიჭიერი, გაქვთ თლილი თითები და მეტყველი თვალები და გიყვართ სიცილი, მაშინ აუცილებლად უნდა დამიმეგობრდეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შემიყვარდეთ! :D

”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

ბლოგის სტუმარი: Katiée
არ ვიცი, შვრიის ფაფას პირველად ვინ დაარქვა ”ჰერკულესი”, მაგრამ ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამჯდარი ეს ტერმინი დღემდე ასოცირდება ჩემთვის ერთადერთ ფაფასთან, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა და რაც მთავარია, არ ასუქებს, პირიქით ;)

შვრია
ფაფების სასარგებლო თვისებებს შორის პირველ ადგილზე, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავისთვის მაამებელი ეფექტია ხოლმე. ფაფის მოძულეები კი ხშირად ”ქვასაც ვინელებ”-ით იმშვიდებენ თავს, ვიდრე ქვის მონელებიდან კუჭის წყლულამდე და გასტრიტამდე არ მიიყვანენს საქმეს.

შვრიას (Avena sativa) უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ:
შვრია


  • 10-20%ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას (შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს)
  • ამცირებს მე-2 ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) დიაბეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუწესრიგებელი კვების რეჟიმის მსხვერპლთათვის
  • შეიცავს სელენიუმს, რომელიც E-ვიტამინთან ურთიერთქმედაბაში იძლევა ანტიოქსიდანტურ ეფექტს და ამცირებს არა მხოლოდ ასთმის სიმპტომებს, არამედ გულის შეტევის რისკსაც. ამავდროულად სელენიუმი ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას, რაც ასოცირდება კიბოს (განსაკუთრებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს) პრევენციასთან
  • ახდენს ზოგადად მკერდის კიბოს და განსაკუთრებით მენოპაუზისშემდგომი მკერდის კიბოს ჩამოყალიბების პრევენციას
  • არის დილის ენერგიის წყარო
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახის (და არა მხოლოდ სახის) კანის სტრუქტურას, სქესის მიუხედავად ;)
შემცველობა:

შვრიის ფაფა იყიდება როგორც სუფთა სახით (კანგაცლილი შვრიის დაცეხვილი ფანტელები), ისე მშრალი ხილის ნაჭრებით გაჯერებული. 
მიუსლი
შეიძლება როგორც უმი (რძეში, მაწონში ჩამბალი), ისე დაბალ ცეცხლზე მოხარშული სახით მირთმევა, გააჩნია ვის, როგორ ურჩევნია. ორივე შემთხვევაში სასარგებლოა.


მოხარშული ფაფის მომზადება არანაკლებ მარტივი და სწრაფია, ვიდრე უმი ფორმით მომზადება და დაახლოებით 3-4 წუთს მოითხოვს:
შვრიის ფანტელებს ჩაყრით მომინანქრებულ (ე.წ. ”ემალის”) პატარა ქვაბში, შეურევთ მარილს ან/და შაქარს გემოვნებით, დაუმატებთ 1,5 ოდენობის ცივ რძეს (წყალს), დაახურავთ მჭიდრო სახურავს, 2-3 წუთი წამოადუღებთ და ხშირად მოურევთ (მორევისას უკეთესად გამოიყოფა მარცვლეულის წებოვანა, რაც უფრო გემრიელს ხდის ფაფას) და როცა წყალი/რძე საკმარისად შეშრება, გადმოიღებთ ღრმა ფიალაზე.
თუ ტკბილს მარილიანი ფაფა გირჩევნიათ (თუმცა, ცოტა მარილი ტკბილსაც უხდება), შეგიძლიათ ერთი ნაჭერი სულგუნიც ჩააჭრათ (ელარჯის ეფექტისთვის:D). 
მოკლედ, მთავარია მიირთვათ და დაამატეთ რაც გსურთ! :D


P.S. შვრიის ფაფას ნუ ”ჩაანაცვლებთ” Corn Flakes, Kellogg’s-ის ან მსგავსი ნაწარმით. ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და, თუ შესაძლებელია, ბიოლოგიურ სისუფთავესაც, რომ სასარგებლო პროდუქტის ნაცვლად გენმოდიფიცირებული ბურღული არ შემოგეყიდოთ.


ეპილოგი:
მე მივირთვი ჩემი წილი შვრიის ფაფა! შენ? :D 

August 3, 2010

ლისის ტბა