ბლოგის გვერდები

August 26, 2010

5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

Katiee-მ დამთაგა და...
მაშ ასე, ყველაზე ძალიან მიყვარს:
სიყვარული
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე ძალიან თვითონ " სიყვარული " მიყვარს :)
სიყვარული იმდენად კარგი გრძნობაა, რომ სიტყვებით ამის  გამოხატვა თითქმის შეუძლებელია.
როცა შეყვარებული ვარ , მუდამ გაღიმებული, გალაღებული და ბედნიერი ვარ. ამ დროს მხოლოდ სიკეთეს ვასხივებ :D.
როცა მიყვარს ჩემთვის არ არსებობს  დეპრესია, ნევროზი, ცუდი განწყობა. მოკლედ იმდენად კარგად ვარ, რომ ეს გრძნობა მარტო ამიტომ მიყვარს ყველაზე უფრო :D

მეგობრები
ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, რომ არა ისინი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა.
მე ბედნიერი ვარ  იმით, რომ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა " ჩემი მეგობარი ჩემი ძალა და იმედია ". 


სიცილი

სიცილი ძალიან მაგარია. ამ დროს ხომ ბედნიერების ჰორმონი ჭარბად გამოიყოფა.
გამიგონია "10 წუთის სიცილი 10 წლის სიცოცხლებს მატებსო ".
მაგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მე უკვდავი უნდა ვიყო :D



ნიჭი

აი, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად იწვევს ჩემში  აღფრთოვანებას. ვგიჟდები ნიჭიერ ადამიანებზე. მშურს თეთრი და შავი შურით! :D სულ გული მწყდება, რომ რაიმე ერთი კუთხით განვითარებული ნიჭი არ გამაჩნია. ცოტას ვუკრავ, ვმღერი, ვცეკვავ, ვხატავ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტ-ცოტააა . მე კიდევ, მინდა რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ნიჭიერებით ვაკეთებდე .


თითები  და თვალები
თითები ჩემი სისუსტეა. ახალ გაცნობილს პირველად თითებზე ვაკვირდები. განსაკუთრებით მამაკაცის თითებზე მაქვს გართულება:P. რა სჯობია, გრძელ და თლილ თითებს? ;)

ჭკუა მეკეტება ჭკვიან თვალებზეც. თვალი ერთადერთი ორგანოა რომელსაც ვერ მოატყუებ. თვალით ხდება ყველაფრის აღქმა, შეცნობა. თვალების მიხედვით შეგიძლია ადამიანის შინაგანი დაინახო. არ აქვს თვალის ფერს მნიშვნელობა მთავარია თვალი იყოს მეტყველი.
მორალი:

თუ ხართ ნიჭიერი, გაქვთ თლილი თითები და მეტყველი თვალები და გიყვართ სიცილი, მაშინ აუცილებლად უნდა დამიმეგობრდეთ, ოღონდ ფრთხილად, არ შემიყვარდეთ! :D

”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

ბლოგის სტუმარი: Katiée
არ ვიცი, შვრიის ფაფას პირველად ვინ დაარქვა ”ჰერკულესი”, მაგრამ ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამჯდარი ეს ტერმინი დღემდე ასოცირდება ჩემთვის ერთადერთ ფაფასთან, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა და რაც მთავარია, არ ასუქებს, პირიქით ;)

შვრია
ფაფების სასარგებლო თვისებებს შორის პირველ ადგილზე, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავისთვის მაამებელი ეფექტია ხოლმე. ფაფის მოძულეები კი ხშირად ”ქვასაც ვინელებ”-ით იმშვიდებენ თავს, ვიდრე ქვის მონელებიდან კუჭის წყლულამდე და გასტრიტამდე არ მიიყვანენს საქმეს.

შვრიას (Avena sativa) უამრავ სასარგებლო თვისებას მიაწერენ:
შვრია


  • 10-20%ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • ახდენს ათეროსკლეროზის პრევენციას (შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს)
  • ამცირებს მე-2 ტიპის (არაინსულინდამოკიდებული) დიაბეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობას
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუწესრიგებელი კვების რეჟიმის მსხვერპლთათვის
  • შეიცავს სელენიუმს, რომელიც E-ვიტამინთან ურთიერთქმედაბაში იძლევა ანტიოქსიდანტურ ეფექტს და ამცირებს არა მხოლოდ ასთმის სიმპტომებს, არამედ გულის შეტევის რისკსაც. ამავდროულად სელენიუმი ხელს უწყობს დნმ-ის აღდგენას, რაც ასოცირდება კიბოს (განსაკუთრებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს) პრევენციასთან
  • ახდენს ზოგადად მკერდის კიბოს და განსაკუთრებით მენოპაუზისშემდგომი მკერდის კიბოს ჩამოყალიბების პრევენციას
  • არის დილის ენერგიის წყარო
  • მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახის (და არა მხოლოდ სახის) კანის სტრუქტურას, სქესის მიუხედავად ;)
შემცველობა:

შვრიის ფაფა იყიდება როგორც სუფთა სახით (კანგაცლილი შვრიის დაცეხვილი ფანტელები), ისე მშრალი ხილის ნაჭრებით გაჯერებული. 
მიუსლი
შეიძლება როგორც უმი (რძეში, მაწონში ჩამბალი), ისე დაბალ ცეცხლზე მოხარშული სახით მირთმევა, გააჩნია ვის, როგორ ურჩევნია. ორივე შემთხვევაში სასარგებლოა.


მოხარშული ფაფის მომზადება არანაკლებ მარტივი და სწრაფია, ვიდრე უმი ფორმით მომზადება და დაახლოებით 3-4 წუთს მოითხოვს:
შვრიის ფანტელებს ჩაყრით მომინანქრებულ (ე.წ. ”ემალის”) პატარა ქვაბში, შეურევთ მარილს ან/და შაქარს გემოვნებით, დაუმატებთ 1,5 ოდენობის ცივ რძეს (წყალს), დაახურავთ მჭიდრო სახურავს, 2-3 წუთი წამოადუღებთ და ხშირად მოურევთ (მორევისას უკეთესად გამოიყოფა მარცვლეულის წებოვანა, რაც უფრო გემრიელს ხდის ფაფას) და როცა წყალი/რძე საკმარისად შეშრება, გადმოიღებთ ღრმა ფიალაზე.
თუ ტკბილს მარილიანი ფაფა გირჩევნიათ (თუმცა, ცოტა მარილი ტკბილსაც უხდება), შეგიძლიათ ერთი ნაჭერი სულგუნიც ჩააჭრათ (ელარჯის ეფექტისთვის:D). 
მოკლედ, მთავარია მიირთვათ და დაამატეთ რაც გსურთ! :D


P.S. შვრიის ფაფას ნუ ”ჩაანაცვლებთ” Corn Flakes, Kellogg’s-ის ან მსგავსი ნაწარმით. ყიდვისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებელს და, თუ შესაძლებელია, ბიოლოგიურ სისუფთავესაც, რომ სასარგებლო პროდუქტის ნაცვლად გენმოდიფიცირებული ბურღული არ შემოგეყიდოთ.


ეპილოგი:
მე მივირთვი ჩემი წილი შვრიის ფაფა! შენ? :D 

August 3, 2010

ლისის ტბა





June 29, 2010

მე-4 ფოტო სესია. ლისის ტბა

June 24, 2010

ქუჩაში რომ შემომხვდეთ.....

დათაგვისთვის მადლობა katiee -ეს .
სად ?

დავიწყებ იმით რომ ,  ძირითადად მარჯანიშვილის და საბურთალოს ტერიტორაზეა ჩემი ნახვა შესაძლებელი.  მარჯანიშვილზე  იმიტომ , რომ იქ  ვმუშაობ. საბურთალოზე  კი  ჩემი  მეგობრების  უმრავლესობა ცხოვრობს  და  მაქეთ  მომიწევს  გული. სამსახურიდან  თუ  ძალიან  გათიშული  და  ზომბირებული  არ  გამოვედი  საღამოობით   4 SeasonS-ში   ვჯდები  ჩემს  მეგობრებთან   ერთად (სასიამოვნო მუსიკის ფონზე ენას ვიტყავებთ ჭორაობით ).   ან კალაში (ძალიან  მომწონს  იქაური  ცხელი  შოკოლადი  და ცეზარი).
მიყვარს  ღამის  კლუბებიც, მაგრამ  ხშირად  ვერ ვახერხებ   წასვლას.  ყოველთვის  არ  გამომდის  ჩემი " ბებერი "  მეგობრების  აყოლიება. : D : P

როგორ ?

უჩაში  თვალებ  ციმციმა ,  მუდამ   მომღიმარე,  კლასიკურად  ჩაცმული,  მოკლედ  შეჭრილი თმით  (რომელიც ხან კლასიკურადვეა დავარჩცნილი, ხანაც დახვეული და ოდნავ გაწეწლი ) გოგონა  თუ  შემოგეგებათ  კარგად  დააკვირდით  იქნებ მე  აღმოვჩნდე.  :  ) თუმცა რამდნეიმე კვირაა რაც ეგრეთწოდებული დეპრესია შემომეპარა " ზაფხულის დეპრესია" ( ასე  ვეძახი მე ) . 
მეზარება მუშაობა და შვებულებაში გასვლა მინდა, მაგრამ არ მიშვებენ ჯერჯერობით. ხოდა შესაძლოა ცოტა მოწყენილიც კი დამინახოთ ამ ბოლო დროს, თუმცა იმედი მაქვს მალე გავალ შვებულებაში, დავისვენებ და დავუბრუნდები ჩვენს დედაქალაქს ისევ ისეთი, გაღიმებული და გალაგებული . : D
 ძირითადად შარვლები  ან  გრძელი  ქვედაბოლოები  მაცვია. დახეული  ჯინსენი,  კეტები და მსგავსი სპორტული ტანსაცმელი ჩემს გარდერობში თითქმის  არ მოიძებნება. (
უბრალოდ არ ჯდება   ჩემს სტილში და ხასიათში).
ჩემი  აქსესუარებიდან  თვალში  მოგხვდებათ დიდი საყურეები,  ხელზე ჯინჯილები ( ასე ვეძახი სამაჯურებს ),  ფერადი  ფეხსაცმელი   (ძირითადად ზაფხულის პერიოდში ),  დიდი  და  მუდამ  გამოტენილი  ჩანთა,  ან  პირიქით   ძალიან პატარა,   მაგრამ   მაინც   გატენილი : D  ( მართლა ვერ ვხვდები რა მიდევს ამდენი ,  ან რატომ დავათრევ ასეთ მძიმე ჩანთას) . კატიესი   არ  იყოს,   ფული   ვერც  მე   გავიმეტე    აიფოდის შესაძენად,  ამიტომ  მუსიკას  სახლში   ვუსმენ.
მოკლედ  თუ  სადმე დამინახავთ  ძალიან  გთხოვთ  არ  მოგერიდოთ  და  დამიძახეთ.  ძალიან გამიხარდება  და  მესიამოვნება თქვენი გაცნობა   : )

June 21, 2010

როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს

რა არის მგრძნობიარე კანი ? 
სხვადასხვა მიზეზებით გაღიზიანებული, დაჭიმული, გამომშრალი და გაწითლებული კანი, რომელიც ვერ იტანს ყველა სახის კოსმეტიკურ და მოვლის საშუალებებს.
საბედნიეროდ,  დღესდღეისობით არსებობს ასეთი მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებები: avene, topicrem.
შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ განვიხილო თითოეული მათგანი.
 ავენი არის ის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგრძნობიარე კანის მოვლისთვის. მისი მოვლის საშუალებები დამზადებულია ავენის თერმულ  წყალზე. მათ შემადგენლობაში არ შედის პარფიუმი და კონსერვანტები.

ინტოლერანსის ლოსიონი
: სახის კანის გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის ან კანისთვის, რომელიც მგრძნობიარე გახდა სხვადასხვა აგრესიული ზემოქმედებების შედეგად ( დერმატოლოგიური ან კოსმეტოლოგიური გაღიზიანება, კლიმატური პირობები _ ყინვა , სიცხე და სხვა. ) არ საჭიროებს ჩამობანას და მომენტალურად ამშვიდებს კანს.
ინტოლერანსის კრემი : კრემი პასუხობს მგრძნობიარე კანის ყველა მოთხოვნას : აღადგენს კანის ჰიდრო ლიპიდურ ფენას, ეპიდერმისს და უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ და ეფექტურ დაცვას.
ტოლერიან ექსტრემის ლოსიონი : სტერილური მინიდოზები განკუთვნილია კანისთვის , რომელიც ვერ იტანს კლასიკურ კოსმეტიკას. ახასიათებს წვისა და დაჭიმულობის შეგრძნება. ის ადვილად აცილებს მაკიაჟს სახისა და თვალის გარშემო. ამის შემდეგ უნდა დაიტანოთ ტოლერიან ექსტრემის საცხი, რომელიც ასევე მინი დოზებშია მოთავსებული და მისი მკუნალობის კურსი რეკომენდირებულია 21 დღე.
თვალიდან მაკიაჟის მოსაცილებელი თხევადი ჟელე - ყველანაირი ტიპის მგრძნობიარე თვალისთვის . რეკომენდირებულია მათთვისაც, ვინც კონტაქტურ ლინზებს ხმარობს.
მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის ავენს გააჩნია ქოლდის სერია. მასში შედის სახის დასაბანი მყარი საპონი (საპნის შემცველობის გარეშე ) , სახისა და ტანის დასაბანი გელი, სახისა და ხელის კრემი.
                                                                        Topicrem


ტოპიკრემის
მთლიანი სერია განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის.მისი სახისა და ტანის დამატენიანებელი კრემი, გამოიყენება 0 ასაკიდან. იგი ინიშნება ახაშობილებშიც ( როცა მას აქვს გამომშრალი  ან დიათეზიანი კანი ). აგრეთვე ეს დამატენიანებელი კრემი ძალიან კარგია მზის აბაზანების შემდეგ გამომშრალი კანის სამკურნალოდ. მის შემადგენლობაში შედის 2% შარდოვანა და 9,5% გლიცერინი, ფუტკრის ცვილი, სკვალანი. ამ კომპონენტების ურთიერთქმედების შედეგად ტოპიკრემი ატენიანებს კანს, ხდის მას ელასტიურს და რბილს. აქრობს კანის დაჭიმულობის შეგრძნებას. წამიერად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან სიპრიალეს.  (პირადად მე შარშან ზაფხულში ამ კრემმა გადამარჩინა , ისეთი დამწვარი ვიყავი კანი მძვრებოდა. ამ კრემის გამოყენებიდან 3 დღის მერე კანის აქერცვლა შემიჩერდა და ნამზეურიც შემინარჩუნდა. ).
                                                      




ტოპიკრემს აქვს ასევე დასაბანი საშუალება ბიოეკოლია, რომელიც საპნის შემცველობის გარეშეა, არ აშრობს კანს. იგი შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს, რომელთა საშუალებით განსაკუთრებულად ასუფთავებს კანს, ისე , რომ არ ირღვევა ჰიდროლიპიდური შრე.





გარდა ამისა, მას აქვს მხოლოდ სახისათვის განკუთვნილი დამატენიანებელი საცხი, რომელიც აგრეთვე შეიცავს 2% შარდოვანას , რაც უზრუნველყოფს კანის კანის ინტენსიურ დატენიანებას.იგი გამოიყენება როგორც მშრალი ასევე კომბინირებული კანის შემთხვევაში.






აი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა სახის მოვლასთან დაკავშირებით თქვენთვის რჩევის სახით მომეცა. იმედია, გაითვალისწინებთ და ზაფხლს ლამაზი და მოვლილი კანით გაატარებთ :))

June 12, 2010

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში Weleda-სთან ერთად

Weledaრის საქართველოი ერთ-ერთი ბრენდი რომელიც არის მცენარეული და შეიძლება ითქვას , რომ ერთადერთიც კი. Weledas აქვს როგორც სახის ასევე ტანის და ბავშვის მოვლის საშულებები.მშრალი კანისთვის აქვს ნუშის სერია, ამ სერიაში შედის : რძე, სახის საცხი ( ანუ მკვებავი) დამატენიანებელი საცხი, ზეთი და დამატენიანებელი ნიღაბი.
ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც მაკიაჟის მოსაორებლად, ასევე თვალის ირგვლივ მოვლის საშუალებად. რძით უნდა მოხდეს სახის კანის გასუფთავება  (მაკიაჟის და მტვრის ჩამოცილება). შემდეგ დამატენიანებელი საცხის დატანება. 

Weleda-ს ნებისმიერი საცხი გამოიყენება შემდეგნაირად: ოდნავ ნესტიან სახეზე უნდა მოხდეს მისი წასმა.

ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში აუცილებელია კვირაში ერთხელ გავიკეთოთ ნუშის დამატენიანებელი ნიღაბი - ნუშის დამატენინანებელი ნიღბის ძალიან მცირე რაოდენობა წავისვათ გაწმენდილ კანზე, ისე რომ თავისუფალი დარჩეს ტუჩები და თვალის უპეები. დააყოვნეთ 15-30 წუთი და ფრთხილად მოვიწმინდოთ კოსმეტიკური ან ბამბის პირსახოცით. ნიღბის ნარჩენები ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით და შემდგომ წავისვათ ნუშის საცხი ან ზეთი.

თვალის ირგვლივ გაჩენილი წვრილი ნაოჭები ყველა ქალის დიდი და გადაუჭრელი პრობლემაა, ამისთვის Weleda-ს აქვს ნუშის ზეთი, რომელსაც მე პირადად ვიყენებ და აფრთოვანებული და შეყვარებული ვარ ;) დილას და საღამოს წაისვით თვალის კონტურის ირგვლივ წრიული მოძრაობით. 
 
რაც შეეხება ნორმალურ და კომბინირებულ კანს, ამისათვის Weleda-ას აქვს ზამბახის სერია. მასში შედის : გამწმენდი რძე და ლოსიონი, დღის და ღამის საცხი, დამატენიანებელი და აღმდგენი ნიღაბი და აგრეთვე დამატენიანებელი საცხი. ზამბახის რძე გამოიყენება სახის, ყელისა და დეკოლტეს გასაწმენდად.საფუძვლიანად წმენდს და კრავს ფორებს. იცავს კანს მაკიაჟის მავნე  ზემოქმედებისაგან, აცოცხლებს კანის უჯრედებს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ზაბმახის რძით გაწმენიდის შემდგომ უნდა მოხდეს მისივე ლოსიონის გამოყენება. რამდენიმე წვეთი ლოსიონი დააწვეთეთ ბამბის ნესტიან დისკზე და ნაზად წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. ამის  შემდგომ (ზაფხულში) გამოიყენება ზამბახის დამატენიანებელი საცხი. თვალის ირგვლის შეგვიძლია გამოვიყენოთ ნუშის ზეთი. 
  

რაც შეეხება 30 წლის ზევით მყოფ მანდილოსნებს. მათთვის Weleda-  აქვს ვარდის სერია: ვარდის დღის და ღამის საცხი, სახის ინტენსიური მოვლს ზეთის კაფსულები, რძე და ლოსიონი, დამატენიანებელი და ინტენსიური მოვლის ნიღბები და თვალის ირგვლივ მოვლის საშუალება.მოზრდილი ადამიანის კანი სიმშრალისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ არის მიდრეკილი. ვარდის სახის ზეთი ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და მსუბუქად, დაზიანებების გარეშე გადაჭიმავს კანს. ვარდის სახის ზეთი საღამოს კვირაში ერთხელ სუფთა, ნოტიო კანზე წაისვით და ნაზად შეიზილეთ. დამატებით სხვა საცხის მაგ: ღამის კრემის გამოყენება არ არის საჭირო. 

განსაკუთრებულ შემთხვევები  (სტრესი, დაღლილობა, წონაში კლება) კანის ინტენსიური მოვლის ზეთი გამოიყენეთ ყოველდღიურად 3-4 კვირის განმავლობაში

ვარდის თვალის ირგვლივი საცხი ამშვიდებს შეშუპებულ უპეებს, გადაღლილ და გაღიზიანებულ თვალს, 
ამცირებს თვალის ირგვლივ ნაოჭების რაოდენობას. დილა-საღამოს მცირე რაოდენობა ფრთხილად გადავანაწილოთ და ნაზად წავისვათ თვალის გარე კუთხიდან ქვემო მიმართულებით.

პ.ს. ამრიგად, შეპირებისამებრ, შეძლებისდაგვარად ამოვწურეთ ინფორმაცია კიდევ ერთი საკმაოდ მაღალი ხარისხის მცენარეული კოსმეტიკურ საშუალებათა მწარმოებლის - ველედას შესახებ. პირადი გამოცდილებით, გირჩევთ არ დაზოგოთ ფული იაფი კოსმეტიკის გამოყენებით, მითუმეტეს, რომ ველედას პროდუქცია საშუალოდ 5-6 თვე გეყოფათ :)